ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში განვითარებულ სიტუაციას - ლანდსბერგისი

27.10.24 16:51
ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში განვითარებულ სიტუაციას - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ქვეყანაში განვითარებულ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება

არჩევნები უნდა იყოს დაფუძნებული თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. ნებისმიერ არჩევნებში ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს დარღვევების თაობაზე და ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში განვითარებულ სიტუაციას". - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.