პრეზიდენტი ყველა დარღვევის შესახებ ინფორმირებულია - ზურაბიშვილი განცხადების გასაკეთებლად ემზადება
პრეზიდენტთან აუდიენცია დასრულდა - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ათონელის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზიდენტთან ვიყავით მოწვეული იმასთან დაკავშირებით, რომ გვესაუბარ არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ. პრეზიდენტს აქვს აქვს ინფრომაცია, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, სწორედ ეს იყო ამ შეხედრის მიზანიც, რომ ჩვენც გავუზიარეთ. ჩვე ვნახეთ ისეთი სერიოზული დარღვევები, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან პრობლემური და ამან გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე ათონელის სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებოდნენ, საღამოს 21:00 საათზე კი საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.