არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო - მარკეტა გრეგოროვა

27.10.24 17:30
არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დააკვირდა, საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ არსებულ მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ "არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო".

ჩვენ ვნახეთ რიგი დარღვევებისა, იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი, მარკირების სპრეის არ იყენებდნენ და ისე შედიოდნენ უბანზე, საარჩევნო უბნებს გარეთ იყო ხალხი მობილიზებული, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ადამიანებზე. ჩემმა კოლეგებმა ისინი შეამჩნიეს, ვფიქრობ, რაც ვნახეთ ის ყველაფერი არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო", - ამბობს მარკეტა გრეგოროვა.