ხმების დათვლის პროცესი დასრულდა - შედეგები

27.10.24 17:37
ხმების დათვლის პროცესი დასრულდა - შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ამბობს, რომ 3110 უბნის მონაცემები გადათვალა. ოფიციალური მონაცემები ასეთია: 

  • ქართულ ოცნება -  53.92%
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
  • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა) 

რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, ცესკოს განმარტებით, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

საპარლამენტო არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი -  მარნეულის #69 უბანი, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა.