ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ცნობებს არჩევნების დროს სხვადასხვა დარღვევების შესახებ - ბრაჟე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ მთელი ლატვია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებს და საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო შეფასებას ელოდება.
ამასთან, ბაიბა ბრაჟე არჩევნების მიმდინარეობისას სხვადასხვა დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
მთელი ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს და ელოდება საერთაშორისო დამკვირვებლების ეუთო/ODIHR-ის შეფასებას.
ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ცნობებს არჩევნების დროს სხვადასხვა დარღვევების შესახებ". - წერს ბრაჟე.