"ოცნებამ" შექმნა ტოქსიკური საარჩევნო გარემო, რომელიც შორს არის დემოკრატიისგან - რასა იუკნევიჩიანე
"ოცნებამ" შექმნა ტოქსიკური საარჩევნო გარემო, რომელიც შორს არის დემოკრატიისგან - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევენებს.
იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, იუკნევიჩიანე წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევნების ჩასატარებლად უხეშად იყენებდა კრემლის სახელმძღვანელოს".
"ძალაუფლებაზე სასოწარკვეთილად მიჯაჭვულმა "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ტოქსიკური საარჩევნო გარემო, რომელიც შორს არის დემოკრატიისგან.
ხელისუფლება ამ არჩევნების ჩასატარებლად უხეშად იყენებს კრემლის სახელმძღვანელოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო დამკვირვებლების შეფასებებს". - წერს ევროპარლამენტარი.