გერმანიის საგარეო: შეშფოთებული ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობებზე
გერმანიის საგარეო ოფისი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ სრულად უჭერს მხარს ეუთო-ოდირის დამკვირვებლების შეფასებებს.
გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ მიგნებებსა და დასკვნას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე გავრცელებულ ცნობებზე, რაც აუცილებლად უნდა იქნა განხილული და გამოსწორებული.
გერმანია აგრძელებს საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას და მოუწოდებს, ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, მოერიდონ ძალადობასა და სამომავლო პოლარიზაციას. არჩევნების შედეგებთან გამკლავებასა და მთავრობის ფორმირებას ასევე ექნება გავლენა საქართველოს სამომავლო პროგრესზე მის ევროპულ გზაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.