საპარლამენტო მანდატებზე უარს ვამბობთ - კოალიცია "ცვლილებისთვის"
კოალიცია "ცვლილებისთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს - ამის შესახებ განცხადება კოალიციის ოფისში გამართულ ოფისში, ნანა მალაშხიამ გააკეთა.
-
ცესკოს წინასწარი მონაცემით, კოალციას 20 მანდატი აქვს.
მალშხიას თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეეგბი არალეგიტიმურია.
ჩვენ, ჩვენს საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე. ასევე ამას უერთდება კოალიციის სიის ოცეული", - განაცხადა ნანა მალშხიამ.
ამასთან, კოლიცია "ცვლილებებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საპარლამენტო სიის დანარჩენი წევრები არ ჩაანაცვლებენ 20-ეულის მიერ დათმობილ მანდატებს.
კოალიციის პირველი ოცეულია:
- 1. ნანა მალაშხია
- 2. ნიკა მელია
- 3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- 4. გიგა ლემონჯავა
- 5. თენგიზ თევზაძე
- 6. ცოტნე კობერიძე
- 7. გიორგი კირთაძე
- 8. ივანე ჭყონია
- 9. ხათუნა სამნიძე
- 10. ოქტაი ქაზუმოვი
- 11. მაია კოპალეიშვილი
- 12. ბორისი ყურუა
- 13. ანა გოგოლაძე
- 14. გიორგი ბუტიკაშვილი
- 15. გიორგი იმედაშვილი
- 16. ელენე ხოშტარია
- 17. სოფია გოლეთიანი
- 18. მარიკა არევაძე
- 19. ანი ქავთარაძე
- 20. თორნიკე ბიკაშვილი