გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა - ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები "პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა".
როგორც ბორის ჯონსონი პლატფორმა "X"-ზე წერს, იგი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც საკუთარ თავისუფლებას და მომავალს იცავს.
საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა.
მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს", - წერს ბორის ჯონსონი.