ემიგრანტების ხმების გარეშე დარჩენილი ივანიშვილის პარტია - "ოცნებამ" საზღვარგარეთ არჩევნები წააგო
ამერიკაში, ევროპასა და აზიაში "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო - 42 ქვეყნის 53 ქალაქში გახსნილ 60 საარჩევნო უბანზე ივანიშვილის პარტიამ ჯამში ხმების მხოლოდ 13,32 მეასედი პროცენტი მოიპოვა. "ქართული ოცნება" ხუთი პარტიიდან ბოლოს წინა ადგილზე გავიდა. მასზე უფრო მაღალი შედეგი კოალიციამ "ცვლილებისთვის" , "ძლიერმა საქართველომ" და "ერთიანობა- ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო.
ივანიშვილის პარტია ევროკავშირის პოლტიკურ დედაქალაქში სრულ უმცირებაში აღმოჩნდა. ბრიუსელიდან "ოცნებას" მხოლოდ 182 ხმა ერგო. ოპოზიციას კი ექვსასზე მეტი.
ტოკიო, სეული, პეკინი, პარიზი, ბრიუსელი, ათენი, რომი, ვენა, პრაღა, ნიუ იორკიუ, საზღვარგარეთ გახსნილ ყველა უბანზე "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები დიდი უპირატესობით წააგო.
ემიგრანტებმა ჯერ ათასობით კილომეტრი გაიარეს, რომ საარჩევნოო უბნებთან მიეღწიათ, შემდეგ კი გრძელ რიგში იდგნენ საათობით, რომ საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეეტანათ.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.