თინა ბოკუჩავა: არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას
"არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტის სასახლესთან განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიპარა, ოპოზიცია კი მის აღიარებას არ აპირებს".
ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დავშვრები, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა, როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე"- თქვა ბოკუჩავამ.