ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა - საერთაშორისო მისიების შეფასება

27.10.24 20:13
ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა - საერთაშორისო მისიების შეფასება

ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დარღვევების, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირეს. დამკვირვებლებმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს პირდაპირ თქვეს, რომ "ოცნებამ" ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენა და უბნებზე შიშის გარემო შექმნა.

ამერიკულმა სადამკვირვებმა ორგანიზაციებმა თავად ნახეს მარნეულში, ბღუჯა ბიულეტენების ჩაყრა, საარჩევნო ურნაში. NDI-ის და IRI-ის წინასწარ დასკვნაში საუბარია მარკირების პრობლემაზე, კარუსელსა და პირადობების ჩამორთმევაზე. მათ ივანიშვილის გუნდი საჯარო მოხელეების და სოციალურად დაუცველების დატერორების გამო მწვავედ გააკრიტიკეს და "ოცნებას" ზონდერ დაჯგუფებების დასჯისკენ მოუწოდეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის გამჭვირვალობას და სამართლიანობას. ასეთია „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ დასკვნა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.