"საქართველოს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი... ვითხოვთ სანქციებს პასუხისმგებელი პირებისთვის" - როთი

27.10.24 19:34
"საქართველოს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი... ვითხოვთ სანქციებს პასუხისმგებელი პირებისთვის" - როთი

"საქართველოს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა "X"-ზე წერს.

როთი ითხოვს, რომ არჩევნების შედეგებს საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმაცია არ მიენიჭოს და ყველა პასუხისმგებელ პირს სანქცია დაუწესდეს.

ძალიან გვაწუხებს საქართველოს არჩევნები, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ის არ უნდა იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ვითხოვთ სანქციებს პასუხისმგებელი პირებისთვის + გამოვუცხადოთ სოლიდარობა ყველა ერთგულ ევროპელს საქართველოში", - წერს მიხაილ როთი.