"ოცნების" ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს" - ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს უანონსებს

27.10.24 19:46
"ოცნების" ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს" - ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს უანონსებს

"ოცნების" ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი წერს და ევროკავშირს მოუწოდებს დაუწესონ სანქციები იმ პირებს, ძირს უთხრის დემოკრატიას: 

საქართველოს არჩევნები დაშინების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სახელმწიფოს ჩარევით ჩატარდა. რაც ევროპულ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდებოდა. „ქართული ოცნების“ ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიკავოს პოზიცია და დააწესოს სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას", - წერს კოლსი და ევროპარლამენტარების განცხადებას ავრცელებს. 

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბელარუსიზაციის გამო"- წერია განცხადებაში, სადაც  პირადი სანქციებია მოთხოვნილი.