ჩემთვის ევროპა აღმა, რუსეთი კი დაღმაა, "სპეცოპერაციის" შედეგებით, დაღმა დავეშვით - დიპლომატი
სახტად დავრჩი - ასე ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი არჩევნების პირველად შედეგებს.
გამოცდილი დიპლომატი, "ოცნების" მეირ ჩატარებულ არჩევნებს სპეცოპერაცაის უწოდებს - ჩემთვის ევროპა აღმა, რუსეთი კი დაღმა, "სპეცოპერაციის" შედეგებით, ჩვენ დავეშვით დაღმა - წერს ყოფილი ელჩი.
ჩემთვის ევროპა აღმა, რუსეთი კი დაღმა, "სპეცოპერაციის" შედეგებით, ჩვენ დავეშვით დაღმა
ჩემთვის ევროპა აღმა, რუსეთი კი დაღმა, "სპეცოპერაციის" შედეგებით, ჩვენ დავეშვით დაღმა - ყოფილი ელჩი არჩევნებზე
სახტად დავრჩი. იმდენად, რომ ამ წუთამდე ვერ ამოვღერღე სათქმელი...
ყველაფერი მაინც არ მინდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. მოსალოდნელი დარღვევების გათვალისწინებით, მეც იმ შედეგს ველოდი, რაც ეგზიპოლებმა დადეს. ვფიქრობდი, კოალიციური მმართველობით პოლიტიკური კულტურის ახალ ეტაპზე გადავალთ და კიდევ გავიზრდებით მეთქი.მოკლედ: ჩემთვის ევროპა აღმაა (მიუხედავად ყველაფრისა და მაინც ყველაფრით) ხოლო რუსეთი არის დაღმა (ყველა ასპექტში). ამ "სპეცოპერაციის" შედეგებით, ჩვენ დავეშვით დაღმა. ვიცი მეტყვით ახლა, ყველას გვინდა ევროპა, ოღონდ მშვიდობითა და ღირსებითო. ეს ყველაფერი და დანარჩენი არის ემოციური ბელეტრისტიკა და თავის გამართლების მცდელობა.
დემოკრატიის წესია უმრავლესობის მიერ თავისუფლად, ძალდაუტანებლად გამოხატული ნება უნდა აღსრულდეს. თუ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეთა სუვერენული ნება, აღარ ვიცი რა ვთქვა.
აკი, გვეუბნებოდა ის ბრძენი კაცი: "ტყუილად ნუ ურტყავთ კედელს თავს, შანსი არა გაქვთო... არაფერი შეიცვლებაო".
ერთი რამ ცხადია: ისე და იმდენად შეუსრულა ყველას ყველაფერი, ახლა ვფიქრობ, ალბათ ნიცშესთანაც მართლაც ყველაფერი რიგზე ვერ არის.