გიორგი ვაშაძე - არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ამაზე კითხვაც არ უნდა დაისვას!
“როგორც იცით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩვენ მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან კონსულტაციები გაგრძელდება:
“როგორც იცით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩვენ მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ სიები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ამაზე კითხვაც რომ არ დაისვას. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა, გუშინ როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ იარსებებს, 9 საათზე პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას, გვჭირდება პროტესტი, მჯერა, გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.” - განაცხადა ვაშაძემ