ბრაჟე: "საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ დარღვევებს ადასტურებს - რა სირცხვილია"

27.10.24 20:00
ბრაჟე: "საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ დარღვევებს ადასტურებს - რა სირცხვილია"

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ უწესრიგობებსა და დარღვევებს ადასტურებს.

"რა სირცხვილია" - წერს ბაიბა ბრაჟე "X"-ზე. 

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტაშს უკრავს ქართველ ხალხს, რომლებიც დაშინების მიუხედავად, არჩევნებზე ხმის მისაცემად მივიდნენ.

საქართველოს არჩევნებზე ეუთოს ანგარიშები რიგ უწესრიგობებსა და დარღვევებს ადასტურებს. რა სირცხვილია. ტაშს ვუკრავ ქართველ ხალხს, რომელიც დაშინების მიუხედავად, მასობრივად გამოვიდა ხმის მისაცემად. ევროპული მომავლის სურვილს პატივი უნდა სცეს საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ”, - წერს ბრაჟე.