ლინკევიჩიუსი: რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, როგორც მოსალოდნელი იყო
"რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, როგორც მოსალოდნელი იყო" - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი პლატფორმა "X"-ზე წერს.
ლიეტუვის მოქმედი ელჩი შვედეთში ქართულ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არ დანებდნენ და განაგრძოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
"რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევი და არასწორია" - აღნიშნავს დიპლომატი.
რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, როგორც მოსალოდნელი იყო.. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!. - წერს ლინას ლინკევიჩიუსი.