ალეკო ელისაშვილი: არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ კოალიციაში არავინ აპირებს საპარლამენტო მანდატით ისარგებლოს.
რაც შეეხება პრეზიდენტთან კონსულტაციას, ელისაშვილის თქმით, "ახლა მოქმედების დროა".
"ჩვენ ყველას წაგვართვეს არჩევანი, ჩაგვიტარეს არა არჩევნები, არამედ, რაღაც რუსული სპეცოპერაცია. არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ახლა მოქმედება გვჭირდება. კოლიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს. ჩვენ ქვეყყანა გვაქვს დასაბრუნებელი"- თქვა ელისაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსამ წუთებში ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ანა დოლიძემაც.
მისი თქმით, არჩევნები სისტემურად გაყალბდა.