"საქართველოს "ბელარუსიფიკაცია" რეალური საფრთხეა... ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს" - როთი

27.10.24 21:25
"საქართველოს "ბელარუსიფიკაცია" რეალური საფრთხეა... ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს" - როთი

"საქართველოს "ბელარუსიფიკაცია" რეალური საფრთხეა... ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს.

ევროპელი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს "ქართული კოშმარის ლიდერად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საკუთარ განცხადებებს ქმედებებს მოაყოლებს, ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის საფრთხე იარსებებს.

საქართველოს "ბელარუსიფიკაცია" რეალური საფრთხეა. თუ ქართული კოშმარის ლიდერი მის განცხადებებს აღასრულებს, მაშინ ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის საფრთხე იარსებებს. ევროკავშირმა ეს არ უნდა მიიღოს". - წერს როთი.