ქვეყნის გარუსებასთან შეგუებას არ ვაპირებთ" - თინა ბოკუჩავა
"საქართველომ გამარჯვება უნდა დაიბრუნოს" - ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხვალ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე საუბრისას განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხი ევროპული გამარჯვების დათმობას არ აპირებს.
"ქვეყნის გარუსებასთან შეგუებას არ ვაპირებთ" - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"ხვალინდელი აქცია არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის გამარჯვება, რომელსაც გუშინ მიაღწია. ეს იყო ევროპული გამარჯვება, ეს იყო ევროპული მომავალი და ამ საარჩევნო შედეგის მიტაცების მცდელობა რუსული ტიპის სპეცოპერაციით და ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანა გარუსებულია,ა რის შემგუებლობა, რომელსაც ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად", - განაცხადა ბოკუჩავამ.