პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს
ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით", - წერს ის X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.