პრეზიდენტი აქციაზე: შემიძლია, ფიცი დავდო, თქვენთან ვიქნები ბოლომდე ევროპულ გზაზე

28.10.24 19:55
პრეზიდენტი აქციაზე: შემიძლია, ფიცი დავდო, თქვენთან ვიქნები ბოლომდე ევროპულ გზაზე

შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნები მოპარულია და მის შედეგებს არავინ აღიარებს: 

მინდა გითხრათ, რომ თქვენ აქ ვინც ხართ, არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ,  ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ.

აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ეს ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და არის ესოდენ ძვირფასი"- მიმართა აქციის მონაწილეებს სალომე  ზურაბიშვილმა.

ფოტო: Ezz Gaber

მსგავსი სიახლეები