მე არ ვიქნები მანიპულაციით, სიცრუით გაყალბებულ პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ყველა ჩემი ღირსეული კოლეგა - ცუცქირიძე
"შემიძლია ჩემი სახელით გითხრათ, რომ ისეთ პარლამენტში, სადაც მოტყუებით, მანიპულაციით, გაყალბებით "ქართული ოცნება" ისევ უმრავლესობაში დარჩება, ნამდვილად ვერ მიხილავთ" - ასე მიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს.
ლევან ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ასე მოიქცევა ყველა ის ოპოზიციონერი, რომელიც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს.
ეს არის პოლიტიკური რეალობა, ჩვენ გავიღვიძეთ ახალ საქართველოში. მართალია, ბიძინა ივანიშვილის პარტია მას არ აღიარებს ახლა, მაგრამ მალე მოუწევს. ეს არის ახალი საქართველოს დაბადება, საქართველოსი, რომელიც არამხოლოდ მასობრივი გაყალბების გამო შეიკრიბება რუსთაველებზე, არა მარტო ამისთვის არ ვიბრძოდით ჩვენ, არამედ იმიტომაც შეიკრიბება, თუკი ერთ ადამიანს მაინც გაუყალბებენ ხმას, თუკი ერთ ადამიანს მაინც დაჩაგრავენ. აი, ასე ავაშენებთ ნამდვილ, ევროპულ დემოკრატია, რისთვისაც ჩვენ, ყველა ვიბრძვით.
ჩვენი ქვეყნის ძლიერება არის არა იმაში, როგორ იქცევა უმრავლესობა, არამედ იმაში, როგორ ვექცევით ერთმანეთს და თუნდაც ერთი ადამიანის უფლებები ირღვეოდეს, მაინც უნდა დავიცვათ ეს უფლებები“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე რიგითი მოქალაქეების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს შემდეგი გზავნილები გააჟღერა: