ე, ბიჭო წადით, გეყოფათ - ია ფარულავა "ოცნებას"

28.10.24 21:42
ე, ბიჭო წადით, გეყოფათ - ია ფარულავა "ოცნებას"

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რუსთაველზე მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდა.

მსახიობმა "ტვ პირველის" ეთერიდან "ქართულ ოცნებას" მიმართა და მმართველ პარტია ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდა.

არავის არ სჯერა ამათი ტყუილების უკვე იმიტომ, რომ სულ რომ არაფერი ვთქვათ, საზღვარგარეთის არჩევნებმა გვაჩვენა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ერთსულოვნება და სურვილი, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. ე, ბიჭო წადით, გეყოფათ, თავის დროზე ხომ წავიდა წინა მთავრობა, წადით ახლა თქვენც და სხვას დაუთმეთ", - ამბობს ია ფარულავა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე რიგითი მოქალაქეების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს შემდეგი გზავნილები გააჟღერა: