ორბანმა სასტუმრო მოქალაქეების პროტესტის, სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა "თბილისი მერიოტი" მოქალაქეების პროტესტის, სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი საქართველოში დღეს, 28 ოქტომბერს ჩამოვიდა. რატომ მივიდა ის იმ სასტუმროში, სადაც ოპოზიციის წევრები და დიპლომატები ერთმანეთ ხვდებოდნენ, ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერი ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.