იძლევა თუ არა გარანტიას, რომ მისი მხარდაჭერა საქართველოს EU-ს წევრობისთვის საკმარისი იქნება? - ორბანის პასუხი

29.10.24 13:27
იძლევა თუ არა გარანტიას, რომ მისი მხარდაჭერა საქართველოს EU-ს წევრობისთვის საკმარისი იქნება? - ორბანის პასუხი

იძლევა თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გარანტიას, რომ მისი მხარდაჭერა საქართველოს EU-ს წევრობისთვის საკმარისი იქნება, როცა ევროკავშირში სწორედ ისაა ერთადერთი ლიდერი, რომელიც მხარს უჭერს "ოცნების" მთავრობას? - "პირველების" ამ კითხვაზე, ვიქტორ ორბანის პასუხი ასეთია:

ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ მაინც გახდებით ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ორბანმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა და პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანმა პრემიერ კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში "დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა". 

ორბანმა კობახიძეს უთხრა, რომ "ოცნებამ" არჩევნების შემდეგ ევროპაში მიმდინარე კამათს სერიოზულად არ უნდა შეხედოს.

არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს - განაცხადა ორბანმა.