"ქართული ოცნება" არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობს
"ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე უარს აცხადებს. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ამის საჭიროება რა არის და ქვეყანას თავადაც "კარგად" შეუძლია ამ გამოძიების წარმოება.
მეტიც, დღეს პაპუაშვილმა გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ წავიდა:
საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან? ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა. მათი იურისდიქცია არ არის საქართველოში არჩევნების გამოძიება, თუმცა მათი პირდაპირი იურისდიქცია არის „ედისონ რისერჩის“ მიერ საქართველოში ეგზიტპოლების გაყალბების გამოძიება, რატომ მოხდა და რაც მთავარია, რა მოტივები და რა მიზნები იდგა ამის უკან? ხომ არ იყო რაიმე მავნე მიზეზები, ასაც ვხედავთ, რომ მღელვარება შემოეტანათ, - ამბობს პაპუაშვილი.
- არჩევნების საერთაშორისო გამოძიება საჭიროა - დუდა
- სახ.დეპი: არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიების მოწოდებებს ვუერთდებით
- "ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას" - ევროკავშირის მინისტრები
- ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია. ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს- ევროპარლამენტარები
- ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება - ბლინკენი