ცესკო ხელახალი არჩევნების გამართვას არ აპირებს

30.10.24 17:31
ცესკო ხელახალი არჩევნების გამართვას არ აპირებს

ცესკო ხელახალი არჩევნების გამართვას აპირებს - ამის შესახებ ცნობილი  ცესკოში ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ "ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა". 

შარაბიძე ამტკიცებს იმასაც, რომ  ბიულეტენი დაბეჭდილი იყო „მაღალი გრამაჟის ოფსეტურ ქაღალდზე“ და იყო იმაზე სქელი, ვიდრე გამოიყენეს 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში.

"კონვერტში ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ფარულობა დაცული იყო" - თქვა დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ. 

რაც შეეხება არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნას, გიორგი შარაბიძე აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა მასში "გაოცებას" იწვევს. 

ის, რომ ხმის ფარულობა ამომრჩევლის მიერ პროცედურის შეცდომით განხორციელების გამო დაირღვეს და ამის გამო ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს, შემიძლია მხოლოდ გაოცება გამოვთქვა - განაცხადა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.

კალანდარიშვილის უწყება ხმის ფარულობის დარღვევას არ აღიარებს - მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორმა და ოპოზიციამ ფაქტები გაასაჯაროვა, საარჩევნო ადმინისტრაციაში მაინც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ჩატარდა.  

 სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა. ჩარჩო კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი. ამ ლოგიკით გამოდის რომ ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც საკუთარი ნებით ან უნებლიეთ დაარღვევს ხმის ფარულობას, დედამიწაზე ყველა არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ეს ლოგიკა უბრალოდ გასაკვირია, განსაკუთრებით სადამკვივებლო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ახლა ამბობენ თურმე, რამოდენიმე ამომრჩეველს თუ შეეშალა პროცედურა და თუ იმგვარად გამოჩნდა ბიულეტენის მეორე მხრიდან, ზოგადად შეუძლებელია იდენტიფიცირება, რა იყო ამომრჩევლის ნება, ეს არის საფუძველი ხელახალი არჩევნების გამართვის, მე უბრალოდ შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ გაოცება გამოვთქვა. ის, რომ ხმის ფარულობა ამომრჩევლის მიერ პროცედურის შეცდომით განხორციელების გამო დაირღვეს და ამის გამო ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს", - განაცხადა შარაბიძემ.