საქართველოს მთავრობა ევროკავშირს შორდება - ბორელი

30.10.24 18:42
საქართველოს მთავრობა ევროკავშირს შორდება - ბორელი

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირს შორდება" - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მან უმაღლესი ტრიბუნიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გამოსავალიც შესთავაზა და თქვა, რომ პირველ რიგში, რუსული კანონი უნდა გაუქმდეს და ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს. 

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ კონსოლიდირებულ ტენდენციას. ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის. თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება. ეს უნდა იყოს კანონის გაუქმება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ჰქონდა უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, და ასევე ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმება. ეს იქნება პირველი ნაბიჯები, პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მოვლენებს შემდეგ დღეებში, დაველოდოთ გამოძიებას და ვნახავთ, რომ ნათელი მოეფინება იმ შენიშვნებს, რაც სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო დასახელებული", - ამბობს ბორელი.