ჰერჩინსკი: "საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო"
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების დამოუკიდებელ და გამჭვირვალედ გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
"საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო" - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
ამასთან, დიპლომატი საგანგებო ბრიფინგზე პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელიც დარღვევების ფონზე წარიმართა, ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება.
9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა - დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საპირისპიროც არ უთქვიათ, ამიტომ ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.