სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები - ჰერჩინსკი გამოყოფს სფეროებს, სადაც საქართველომ უკუსვლა განიცადა

30.10.24 19:56
სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები - ჰერჩინსკი გამოყოფს სფეროებს, სადაც საქართველომ უკუსვლა განიცადა

"უკუსვლა მოხდა სფეროში, რომელსაც ეხება სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები... ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც EU-ში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის" - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. 

პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა 9 დათქმის შესასრულებლად. 

"ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული. წელს საქართველომ უკან დაიხია" - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშნელოვანი თავი, სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

საქართველოს კანდიდატი სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი. საწმუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხირდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.

გასული წლის ანგარიშის შემდეგ, საქართველოს უმნიშვნელო წინსლვა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებით აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშნელოვანი თავი, სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია.", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.