ისტორიაში პირველად ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს არჩევნების შედეგები არ აღიარა
საქართველოს ისტორიაში პირველად ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს არჩევნების შედეგები არ აღიარა. ამერიკის პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ აქტორებთან ანუ ოპოზიციასთან ერთად გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც არჩევნების მიმართ ნდობას აღადგენს.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ამის ერთადერთი გზა არის არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
რაც არ თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა დააკონკრეტა ჰელნიკის კომსიამ, რომელიც რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციასთან პირდაპირ კავშირზეა. სენატის ჯგუფი არჩევნების გაყალბების გამოძიებას საერთაშორისო ჯგუფის მიერ ითხოვს და პირდაპირ ამბობს რომ ხალხის ნების მოპარვა უშედეგოდ არ ჩაივლის
პარტნიორების განცხადებები განცხადებებად არ დარჩება, ექსპერტები ფიქრობენ რომ წამმზომი უკვე ჩართულია და დასავლეთი ივანიშვილის გუნდს ჯერ კიდევ აძლევს დროს, რომ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას დათანხმდეს.