ჰერჩინსკი: "საქართველოს მიმართ ყველა ზომა განიხილება"
"საქართველოს მიმართ ყველა ზომა განიხილება" - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ჰერჩინსკის თქმით, მოლაპარაკების მაგიდის ფორმატში ევროკავშირის წევრი ქვეყნები რამდენიმე მიდგომას, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას განიხილავენ.
"გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესაბამისად" - აღნიშნა დიპლომატმა.
გუშინ ბრიუსელში, კომიტეტის ფარგლებში იმსჯელეს საქართველოს შესახებ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს საქართველოს შესახებ და გეტყვით, რომ ყველა ზომა განიხილება. თქვენ მკითხეთ სანქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ზომას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. სანქციების დაწესებას ევროკავშირის ერთიანობა სჭირდება. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ კვალიფიციური რაოდენობა სჭირდება. ყველა ეს იქნება განხილვის საგანი სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესაბამისად", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.