საქართველოში გადამწყვეტი არჩევნების დროს ხმის ფარულობა დაირღვა - მტკიცებულებები
ასობით მტკიცებულების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოში გადამწყვეტი არჩევნების დროს ხმის ფარულობა დაირღვა. ვიდეო კადრებზე, ფოტომასალასა და დამკავებლების მონათხრობზე დაყრდნობით საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
კადრებში, რომელიც საჯაროა. ჩანს, რომ ბიულეტენზე მარკერი ჟონავდა. რის გამოც მარტივი გამოსაცნობი იყო ვის მისცა მოქალაქემ ხმა, განსაკუთრებით ქართლი ოცნების შემთხვევაში, "ოცნება" საარჩევნო სიაში სულ ბოლო იყო, ამიტომ არ იყო რთული იმის გარკვევა, მისცა თუ არა მოქალაქემ ხმა ივანიშვილის პარტიას.
სტამბა, სადაც ბიულეტენები დაიბეჭდა პასუხისმგებლობას იხსნის. აქ ამბობენ, ქაღალდი, ცესკომ თავად მიიტანა, რაც მოითხოვეს ის დაბეჭდეს.
ცესკო დიდი სკანდალშია, ირკვევა, რომ არჩევნების წინ, სადემონსტრაციო ხმის მიცემის დროს საიამ დააფიქსირა, რომ ბიულეტენები თხელ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი, მაშინ ცესკომ წერილობითი მისცა პირობა სადამკვირვებლო მისია, რომ არჩევნებზე ბიულეტენებს სხვა ქაღალდზე დაბეჭდავდა, თუმცა მოატყუა.