გმირი მთავარსარდლის პროკურატურაში დაბარება რუსული ტრიუკია, რომელიც ივანიშვილის თავში მოიხარშა - ჩიკვაიძე

30.10.24 21:41
გმირი მთავარსარდლის პროკურატურაში დაბარება რუსული ტრიუკია, რომელიც ივანიშვილის თავში მოიხარშა - ჩიკვაიძე

ბიზნესმენი გორგი ჩიკვაიძე, რომელმაც ივანიშვილი ბიზნესრეკეტში პირველმა ამხილა, მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარება "რუსული ტრიუკია", რომელიც სწორედ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "თავში მოიხარშა".

ბიზნესმენი "ტვ პირველის" ეთერში გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს "ივანიშვილის ჯიბის პროკურორად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია მიღებული გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს დასცინის

დღეს ჩვენ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი დრო დადგა და ნახავენ ახლა როგორ ტემპები იმოქმედებენ. ისიც არ დაგვიმალეს, რომ ორი ვერსია არსებობდა იმის მიხედვით, როგორ წარიმართებოდა ქვეყანაში სიტუაცია. ეს არის ღიმილის მომგვრელი, ცოტა უფრო ღრმა ანალიზს გავაკეთებ. როდესაც მე გადავწყვიტე, ამ რუსული ხელისუფლების მხილება, ივანიშვილის ჯიბის გენერალური პროკურორი გაბიტაშვილი რას გადაწყვეტს, სიმართლე გითხრათ გულში მეცინება. შეიძლება ამან, რაღაც დისკომფორტი შემიქმნას, მაგრამ ეს ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლება, როგორც მათ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უწოდებს, ის არ იკმარეს, რა დონის გაუგებრობა და ქურდობა ჩაიდინეს და გმირ მთავარსარდალს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იბარებს გაბიტაშვილის პროკურატურა. ადამიანებს ამით დაგვცინიან. მორიგი რუსული ტრიუკი მოიხარშა ივანიშვილის თავში", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.