არჩევნებში მოხდა კომპლექსური მანიპულაციები - შაიშმელაშვილი

30.10.24 22:12
არჩევნებში მოხდა კომპლექსური მანიპულაციები - შაიშმელაშვილი

"სამოქალაქო იდეას" კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, არჩევნებში მომხდარი მანიპულაციები რუსეთის სპეციალური სამსახურების გავლით განხორციელდა. 

როგორც შაიშმელაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნავს, რუსეთი ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" როგორც ფარულად, ასევე ღიადაც უჭერს მხარს. 

დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც არჩევნებში მოხდა კომპლექსური მანიპულაციები, რომელსაც ვერავინ ვერ დამაჯერებს მე, რომ მოხდა რუსეთის სპეც სამსახურების გვერდის წევრის ავლით. ამ შემთხვევაში ერთი წამით, რომ დავივიწყოთ საქართველოში მომხდარი ამბავი, თუ შევხედავთ რუსეთის მოქმედებებს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში განახორციელა მან სხვადასხვა ფორმით ჩარევა, მათ შორის ამრეკის შეერთებულ შტატებშიც. ამ ფონზე, უცნაურია, რომ მათ არ გამოეჩინათ ფარული მხარდაჭერა ივანიშვილისთვის. ღია მხარდამჭერისთვის ჩვენ ვნახეთ, მთელი რიგი საინფორმაციო ოპერაციის ტიპის ქმედებები. საგარეო დაზვერვის სამსახურის სამიზნე იყო ეუთოს დასკვნა", - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.