საჭიროა, რუსული, ძალადობრივი ხელისუფლება ქართველი ხალხის მხრიდან მუდმივი ფორსირების რეჟიმში იყოს - ჩიკვაიძე
"საჭიროა, რომ რუსული, ძალადობრივი ხელისუფლება ქართველი ხალხის მხრიდან მუდმივი ფორსირების რეჟიმში იყოს" - ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
გიორგი ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, "ქართულ ოცნებას" სანქციები უახლოეს მომავალში დაუწესდება.
ყველაზე დიდი პრივილეგია არის ჩვენ ქვეყანაში როგორც მორალური, ასევე რიცხობრივი უმრავლესობა, ვინც ეს არჩევნები დიდი წარმატებით მოიგო. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზეა, ოპოზიცია თავისას აკეთებს, მაგრამ იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც არის ჩამოყალიბებული რუსული, ძალადობრივი ხელისუფლება, აუცილებელია, ქართველი ხალხის მხრიდან მუდმივი ფორსირების რეჟიმში იყოს", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.