კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო - მილერი

30.10.24 22:37
კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო - მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ, 29 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლებას ყველა საარჩევნო დარღვევის გამოძიებისკენ მოუწოდა.

მეთიუ მილერმა თქვა, რომ "შტატების პრეზიდენტის განცხადება ნიშნავდა მხოლოდ იმას, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვას არაფერს".

"ჩვენ, ასევე ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო" - აღნიშნა მილერმა. 

ჩვენ, ასევე ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.

რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?

  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
  • აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.

როგორია ჰელსინკის შეფასება?

  • ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას"
  • აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“