მილერი: იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი გააზიარებს ინფორმაციას, ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის

30.10.24 22:40
მილერი: იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი გააზიარებს ინფორმაციას, ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას გააზიარებს.

"ამ სახის ინფორმაცია რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის" - ამბობს მეთიუ მილერი. 

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.