გვინდა დავინახოთ, რომ (საქართველოში) ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია - მილერი

30.10.24 22:52
გვინდა დავინახოთ, რომ (საქართველოში) ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია - მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს ბრიფინგზე "ატლანტიკური საბჭოს" მკლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

მილერმა ჟურნალისთის შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ სურთ, დაინახონ, რომ საქართველოში ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე [ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საქმე] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, ცხადია, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ [საქართველოში] ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია, გვინდა დავინახოთ, რომ ისინი თავისუფლები არიან პროტესტში, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა", - თქვა მილერმა.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს,  „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.