რა გეგმაა აქვს ოპოზიციას - კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს
ოპოზიციური პარტიების ლიდერები კონსულტაციებს აგრძელებენ - სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, რა გეგმა აქვთ ლიდერებს ამომრჩეველთა ხმების დაცვისთვის.
კონსულტაციებზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ენმ-ის ლიდერები, თინა ბოკუჩავა და კობა ნაყოფია, "კოალიცია ცვლილებიდან" ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიგა ლემონჯავა და ნიკა გვარამია.
ოპოზიციური პარტიების კონსულტაციას არ ესწრებიან პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, თუმცა გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ისინი კოორდინაციაში არიან სამივე ოპოზიციურ გაერთიანებასთან.
არსებული ინფორმაციით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.