პაპუაშვილი პრეზიდენტზე: "ნახევარი სამყარო შეწუხებული ჰყავს, ურეკავს და ეუბნება, ქვეყანა ჩამოინგრაო"
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.
როგორც "ქართული ოცნების" წევრი ირწმუნება, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო მედიისთვის მიცემული ინტერვიუებით სიცრუის ტირაჟირებას ახდენს:
"ნახევარი სამყარო შეწუხებული ჰყავს, ურეკავს და ეუბნება, ქვეყანა ჩამოინგრაო"- თქვა საგანგებო ბრიფინგზე პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, "ჭორაობას" უწოდებს:
ჩვეულებრივად, ეს დღეები დეზინფორმაციით არის დაკავებული. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ თვალშისაცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე. ერთი მხრივ, ინტერვიუების სახით. ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო. ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა. რომ ის არ აპირებს, მისცეს ჩვენება. ახალი განმარტება მოგვცა, რომ მე დავაბრალებ და მათი ამოცანაა, გამოიძიონ. ან თქვას, რომ ის ჭორაობდა, ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან, ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.
მეორე, "ოცნებამ", სავარაუდოდ, აქ დაამატა სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დავალება. ხომ არ შეიძლება ასეთი ჭორაობით იყო დაკავებული ადამიანი, როდესაც სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.
მეხუთე დღეს აღმოაჩინეს, რომ თურმე მელანს გაუჟონია და ეს არის ახლა მათი ხელმოსაჭიდი ხავსი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.