ეუთო/ოდირი - წაშლილი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას

31.10.24 13:18
ეუთო/ოდირი - წაშლილი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას

 

ეუთო/ოდირის ანგარიში "ქართული ოცნების" მიერ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არა ერთი ფაქტი მოხვდა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წერს, რომ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები მმართველს პარტიას შეუსაბამო უპირატესობას ანიჭებდა.

მთლიანობაში, აღნიშნულმა წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას" წერია ანგარიშში. ერთ ერთ ასეთ ნაბიჯად ეუთო ოდირი , ასახელებს წინასაარჩევნოდ გამოცხადებულ ამნისტიას. მაღალი რანგისა და ადგილობრივი მთავრობების თანამდებობის პირთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და მთავრობის მიერ გამოცხადებული ამნისტიის პროგრამა, რომელიც შეეხება ძალიან დიდი რაოდენობის ფიზიკურ პირთა შეწყალებას ჩადენილ დანაშაულთა ფართო სპექტრისთვის, რაც მმართველს პარტიას შეუსაბამო უპირატესობას ანიჭებდა. მთლიანობაში, აღნიშნულმა წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას"- წერს ეუთო/ოდირი.