ოპოზიციის გეგმა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

31.10.24 14:20
ოპოზიციის გეგმა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

პროდასავლური ოპოზიციის გეგმა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი - როგორც ოპოზიციონერ კოლეგებთან დღეს გამართული კონსულტაციებიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, უკვე ჩანიშნულია ბრიფინგი, სადაც მინიმუმ სამი პარტიის ლიდერი საზოგადოებას ეტყვის, როგორ აპირებენ ამომრჩევლის ხმის დაცვას. 

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის თქმით, ოპოზიცია სამშობლოს გადარცენის საქმეში ერთიანია. 

 ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს! - თქვა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, მას საზოგადოების მოწოდებების ესმის და სწორია ეს მოწოდებები, თუმცა ოპოზიციას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. 

დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ, ჩვენ სამნი, შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით. იქნება სხვადასხვა მიმართულებით განცხადებები, სამივე პოზიცია და ტექსტი არის შეთანხმებული, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ერთი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული. საზოგადოების მოწოდებები სისწრაფეზე არის ჯანსაღი, მაგრამ მინდა რომ ყველამ გაიგოს და ჩვენ მდგომარეობაშიც შემოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების ფუფუნება და დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ" - თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.