ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს გეგმას 20:00 საათზე წარუდგენენ

31.10.24 15:06
ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს გეგმას 20:00 საათზე წარუდგენენ

ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს 20:00 საათზე გააკეთებენ - ამის შესახებ  „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის დარღვევით და ასევე, სხვა მექანიზმებით არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა . 

 ეს არ არის არჩევნები, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომაა, რომ ბევრს ბლუყუნებს „ქართული ოცნება“, მაგრამ პასუხი არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე. მათ იძალადეს ამომრჩეველზე ფარულობით დარღვევით.

ახლა მეორე საკითხი - ჩვენ ვიკრიბებით 20:00 საათზე და საბოლოო განცხადებებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე 20:00 საათზე გავაკეთებთ. არჩევნების გაყალბების მტკიცებულება შენს ხელში იყო, როცა ბიულეტენი გააფერადე და უკნიდან ეს ჩანდა და თუ თვალს გაახელთ, ამას დაინახავთ. ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი, რომელმაც ტოტალური კონტროლის მექანიზმი შექმნა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.