“ოცნების “ პირობებში, შესაძლოა ჩვენ, ჩვენ ისტორიულ შანსზე მოგვიწიოს უარის თქმა - ბათუ ქუთელია
“წარმოუდგენელია “ქართული ოცნების “ პირობებში ევროკავშირისკენ ჩვენ რამე ნაბიჯი გადავდგათ“, - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი, ბათუ ქუთელია და მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ყოველი დარჩენილი დღე ხელისუფლებაში გვაშორებს იმ მიზანს, რომელსაც ევროკავშირის გაფართოება ჰქვია.“
“ოცნების“ პირობებში, შესაძლოა, ჩვენ ჩვენ ისტორიულ შანსზე მოგვიწიოს უარის თქმა“, - ამბობს ქუთელია.
მისი თქმით, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა და არჩევნების მასიური გაყალბება დემოკრატიულ ფასეულობებთან არ თავსდება.
თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა, არჩევნების მასიური გაყალბება არ თავსდება დემოკრატიულ ფასეულობებთან და შესაბამისად, წარმოუდგენელია, “ქართული ოცნების “ პირობებში ჩვენ რამე ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირისკენ, პირიქით, მათი ყოველი დარჩენილი დღე ხელისუფლებაში გვაშორებს ამ მიზანს და შესაძლოა, სამუდამოდ ჩამოვშორდეთ იმ პროცესებს, რომელსაც ევროკავშირის გაფართოება ჰქვია, რადგან ეს ფანჯარა მხოლოდ გარკვეული პერიოდით შეიძლება გაიღოს გეოპოლიტიკურად და “ოცნების “ პირობებში, ჩვენ, ჩვენ ისტორიულ შანსზე მოგვიწიოს უარის თქმა, - განაცხადა ქუთელიამ.