"გამოვლენილი ფაქტები ხმებზე მასიური მასშტაბის მანიპულირებაზე მეტყველებს" - Politico

31.10.24 18:29
"გამოვლენილი ფაქტები ხმებზე მასიური მასშტაბის მანიპულირებაზე მეტყველებს" - Politico

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - ამჯერად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გავლენიანი გამოცემა Politico ვრცელ სტატიას აქვეყნებს

Politico წერს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტები "უაღრესად დახვეწილ მასიურ მანიპულირებაზე მიუთითებს". 

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, "მმართველმა პარტიამ რეგიონების ის ტერიტორიები გამიყენა, სადაც ნაკლები დაკვირვება იყო და აქტივობის გაზრდით ხელოვნური უმრავლესობა შექმნა". 

ადგილობრივი დამკვირვებლები და ოპოზიციური ელემენტები ახლა ამტკიცებენ ხმების გაყალბების კომპლექსურ, ფართომასშტაბიან სქემას. როგორც ჩანს, ადრეული ანალიზები ადასტურებს ამ ბრალდებებს, ცესკოს მონაცემები აჩვენებს დიდ დარღვევებს რაიონებში. მნიშვნელოვანი შეუსაბამობებით აქტივობასა და შედეგებს შორის. ფაქტობრივად, მონაცემების მიხედვით სავარაუდოა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა სოფლის ტერიტორიები, სადაც იყო ნაკლები დაკვირვება, აქტივობის გაზრდით ხელოვნური უმრავლესობის შესაქმნელად.

იმისათვის, რომ დემოკრატიებმა დაიბრუნონ თავიანთი უპირატესობა, მათ უნდა ისწავლონ შეტევაზე გადასვლა საინფორმაციო, პოლიტიკურ და სტრატეგიულ სივრცეებში", - წერია სტატიაში.