არჩევნების გაყალბება და ხმების მოპარვა - საერთაშორისო გამოძიების დაწყებისთვის მოლაპარაკებები დაწყებულია
ივანიშვილის პარტიასა და ხმების ქურდებს შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტოლობის ნიშანი დასვა. შტატები ადასტურებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუ როგორ უნდა შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმე უნდა გაშიფროს.
"ღირსეული და გამჭვირვალე არჩევნების ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო, რომელსაც გამოძიება სჭირდება" - ასეთია სენატორ როჯერ ვიკერის შეფასება. დაშინება, ძალადობა, ხმების ყიდვა - ყველა დარღვევა სენატორის ვრცელ განცხადებაში მოხვდა.
ვიკერი წერს, რომ თუ "ქართული ოცნება" ავტორიტარულ სამყაროს ირჩევს, დემოკრატიული სამყარო მის გვერდით ვეღარ დადგება. ამიტომ, ახლა საფრთხის წინაშე არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტიც დგას.
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება კონგრესმენების განხილვის საგანიც იყო. "ავტორიტარების ქცევა" - ასე აღწერენ მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლას.
ამერიკას არცერთი დეტალი არ გამორჩენია, რასაც განცხადებებისა თუ წერილების სახით გამოხატავს, მაგრამ შტატებში შეფასება კიდევ უფრო მძიმეა. თინა ხიდაშელი ვაშინგტონიდან "პირველებს" უყვება, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორი არჩევნების მოპარვის გამო გაბრაზებულია, ამიტომ პირველ ნაბიჯებს საქართველო სენატში კენჭისყრის შემდეგ უნდა ელოდოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.