წაშლილი ზღვარი "ქართულ ოცნებასა" და მთავრობას შორის - რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში?

31.10.24 20:42
წაშლილი ზღვარი "ქართულ ოცნებასა" და მთავრობას შორის - რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში?

 

ამომრჩევლის დაშინება, იძულება და  ზეწოლა - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პირველი ანგარიში. მრავალგვერდიან დოკუმენტში მოხვდა დარღვევების  მთელი კასკადი, რომელსაც ადგილი ქონდა 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.   უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლებმა პროცესი ნეგატიურად შეაფასეს, შავით თეთრზე დაწერეს, რომ ხმის ფარულობა არ იყო დაცული.

წაშლილი ზღვარი, ქართულ ოცნებასა და მთავრობას შორის - ეს არის ერთ-ერთი მთავრი პრობლემა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დასკნაში მოხვდა.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა როდესაც ეუთო ოდირის სადამკვივებლო მისიამ დაწერა, რომ ეს არჩევნები საერთაშოროსო სტადრატებს ეწინააღდეგებოდა და ეუთო ოდირის მოთხოვნების მიუხედვად მთავრობამ მაინც საპირისიპირო გადაწყვეტილება მიიღო. მთავარი პრობლემა ამ არჩევნბეზე დამაშინებელი გარემოს შექმნა იყო.

 უბნებზე და უბნის გარეთ გადაადგილდებოდა უამრავი მოქალაქე და ადგილი ქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებებს, რაც დაძაბულ გარემოს ქმნიდა - წერია სადამკვირვებლო მისის ანგარიშში.

ეუთო/ოდირი ასევე ადგენს: ქართულ ოცნებას ჰქონდა მცდლება გაეკონტროლებინდა ვინ ვის მისცა, ხმა....  არა მხოლოდ გაეკონტორლებინა არამედ ვიდეოკამერით გადაეღო ხალხის არჩევანი, რაც არჩწევნების მთავარი პრინციპის - კენჭისყრის ფარულობის დარღვევაა.  

ეს საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებაა და წინ საბოლოო დასკვნა გველის. ეუთო-ოდირი არ წერს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. 

დეტალურად, რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში? - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.